Accessibility links

დონალდ ტრამპი აკრიტიკებს ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის პირობებს


დონალდ ტრამპი და ტერეზა მეი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ლონდონში იმყოფება, პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთან შეხვედრამდე გააკრიტიკა მისი გეგმა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის პირობების შესახებ. გაზეთ „სან“-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ მეის რბილმა გეგმამ, რომელიც გულისხმობს ევროკავშირთან ფართო ეკონომიკური კონტაქტების შენარჩუნებას, შესაძლოა, მოკლას აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის მომავალი სავაჭრო შეთანხმება. დონალდ ტრამპის თქმით, ტერეზა მეის ურჩევდა, თუ რა პირობებით უნდა დაეტოვებინა დიდ ბრიტანეთს ევროკავშირი, მაგრამ მეიმ რჩევა არ გაითვალისწინა. ამავე ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი იქნებოდა შესანიშნავი პრემიერ-მინისტრი. ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის აქტიურმა მხარდამჭერმა ბორის ჯონსონმა მინისტრის თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის გეგმისადმი უთანხმოების გამო. ეს გეგმა ითვალისწინებს ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას და საერთო წესებით მოქმედებას.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG