Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ახალი მთავრობის შემადგენლობა


მინისტრთა კაბინეტის წევრები პარლამენტში

მრავალსაათიანი განხილვის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა 101 ხმით დაამტკიცა ახალი მთავრობა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უხელმძღვანელებს. მან ახალი მთავრობის პრიორიტეტებად დაასახელა ქვეყნის გამთლიანება, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, სიღარიბის დაძლევა და განათლების სექტორის ძირეული რეფორმა. მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები 5 ივლისს დამტკიცდა. ცვლილებების მიხედვით, 14-დან 11-მდე მცირდება სამინისტროების რაოდენობა. ამ გადაწყვეტილებას მთავრობა ხსნის მცირე მთავრობის კონცეფციით, რომლის შედეგად ქვეყანას ეყოლება მოქნილი და ეფექტური სახელმწიფო უწყებები. ახალ მთავრობაში პოსტები შეინარჩუნეს თავდაცვის, იუსტიციის, შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის მინისტრებმა და ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა. ოპოზიციურმა საპარლამენტო პარტიებმა მხარი არ დაუჭირეს ახალ მთავრობას, რომელსაც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ უწოდა "მცირე შესაძლებლობების" მთავრობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG