Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გლოვის გამო საქართველოს პრეზიდენტი იტალიის პრეზიდენტს საზეიმო ცერემონიით აღარ დახვდება


პრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე

საქართველოს პრეზიდენტმა ღრმა მწუხარება გამოთქვა ტყიბულელი მესახტეების დაღუპვის გამო და მათ ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. "უკვე რამდენიმე წელია აღვნიშნავთ, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა მიუღებელია. აუცილებელია, კანონმდებლობის გამკაცრება და შრომითი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დანერგვა. ის, რომ 2018 წელს შახტებში 11 ადამიანია გარდაცვლილი და 10 დაშავებული, იმის მაჩვენებელია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მსგავს შემთხვევებზე ადეკვატური რეაგირება არ მომხდარა" - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში. საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა იმ ფაქტს, რომ შახტი არ განაახლებს მუშაობას, სანამ არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა და შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდებათ ხელფასი. "დღეს ისევ რჩება მთავარი კითხვა - შესაძლებელი იქნება თუ არა, მინდელის შახტში უსაფრთხოდ მუშაობის გაგრძელება? ყველამ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, იმისთვის, რომ სამუშაო ადგილებზე სიცოცხლის უფლება იყოს დაცული" - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

გლოვის დღის გამო საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო ვითარებაში აღარ გაიმართება იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას დახვედრის ცერემონია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG