Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მოკლეს არჩევნებში მონაწილე ოპოზიციონერი კანდიდატი


Candidate Of Pakistani Political Party Killed In Suicide Attack GRAB
Candidate Of Pakistani Political Party Killed In Suicide Attack GRAB

პაკისტანში თვითმკვლელის მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად დაიღუპა არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. ტერაქტის შედეგად დაიჭრა რამდენიმე ადამიანი. ბოლო ძალადობის ფონია ქვეყანაში 25 ივლისისათვის დაგეგმილი საყოველთაო არჩევნები. როგორც პოლიციისა და საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ რადიო თავისუფლების პაკისტანურ სამსახურს, რადიო „მაშაალს აცნობა, მოკლულია იკრამულა განდაპური, ოპოზიციის ლიდერ იმრან ხანის პარტიის წევრი. აფეთქების დროს დაიღუპა განდაპურის მძღოლიც. თვითმკვლელმა იერიში განახორციელადეპუტატობის კანდიდატის რეზიდენციის მახლობლად, როდესაც განდაპური ამომრჩევლებთან შესახვედრად ავტომობილით მიდიოდა. აღსანიშნავია, რომ განდაპურის ძმა ისრარი სამი წლის წინ ასევე დაიღუპა თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG