Accessibility links

პაკისტანის სასამართლო შეისწავლის არმიის შესაძლო ჩარევას კარსმომდგარ არჩევნებში


ნავაზ შარიფი

პაკისტანის უმაღლესმა სასამართლომ დაიწყო გამოძიება ქვეყნის ყველაზე ძლიერი ინსტიტუტის, არმიის მხრიდან სასამართლოთი სავრაუდო მანიპულაციის თაობაზე გამოთქმული ბრალდებებისა, რაზეც 25 ივლისის საპარამენტო არჩევნების წინ განცხადება გააკეთა უმაღლესი სასამართლოს ერთ-ერთმა მოსამართლემ. შავკატ სიდდიყიმ დაადანაშაულა არმიის სპეცსამსახური, უწყებათშორისი სადაზვერვო უწყება (ISI), სასამართლოს საქმეებში ჩარევისათვის. საპატიმროში მყოფი ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტია, პაკისტანის მუსლიმთა ლიგა ნავაზი (PML-N) აცხადებს, რომ მიმდინარეობს არჩევნების გაყალბების პროცესი და არმიის ხელმძღვანელობა ზეწოლას ახდენს სასამართლოზე, რათა არ დაუშვას ყოფილი მმართველი პარტიის მეორე ვადით გამარჯვება. შარიფს დაუსწრებლად მიესაჯა 10 წლიანი პატიმრობა კორუფციის ბრალდებით. იგი დააპატიმრეს 13 ივლისს პაკისტანში დაბრუნების დროს, თუმცა შარიფმა გაასაჩივრა მის მიმათ გამოტანილი განაჩენი. რომ არმიის სადაზვერვო სამსახური (ISI), სრულად არის ჩაბმული სასამართლო განხილვების მანიპულაციის მცდელობაში“, - 21 ივლისს განაცხადა უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე შავკატ სიდდიყიმ და დასძინა, რომ სადაზვერვო უწყებამ სასამართლოს მიმართა, არ გაათავისუფლოს შარიფი საპარლამენტო არჩევნებამდე.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG