Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთი გლოვობს ხანძრის შედეგად დაღუპულებს


საბერძნეთში სამდღიანი გლოვაა ბოლო ათწლეულის უძლიერესი ხანძრით გამოწვეული მსხვერპლის გამო. დაღუპულია სულ მცირე 77 ადამიანი. საავადმყოფოებში რჩება ორასამდე დაშავებული. ხანძარი რამდენიმე დღეა მძვინვარებს ატიკის პროვინციის რამდენიმე ქალაქსა და ათენის შემოგარენში. დამწვარია ასობით საცხოვრებელი სახლი. საბერძნეთის მთავრობის ინფორმაციით, ტყეებიდან გავრცელებული ხანძრის ჩაქრობას ძლიერი ქარი ართულებს. ადგილობრივ მეხანძრეებთან ერთად სტიქიას ებრძვიან ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის სამაშველო ჯგუფები და ხანძარსაწინააღმდეგო ავიაცია. წინასწარი ვერსიით, ხანძარი ჰაერის მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG