Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბახტაძე საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებაზე შესაძლო უარს "ქართული ოცნების" ფილოსოფიით ხსნის


მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ეთანხმება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პოზიციას, რომ დემოკრატიისთვის უკეთესი იქნება, თუ მმართველ პარტიას არ ეყოლება პრეზიდენტობის კანდიდატი. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ბახტაძემ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ბოლო თვითმმართველობის არჩევნების შედეგადაც პარტიამ მოიპოვა მნიშვნელოვანი უპირატესობა. „რა თქმა უნდა, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ამოცანა გახლავთ ის, რომ ნებისმიერ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და მაქსიმალური რესურსების ინვესტიცია განახორციელოს, რომ მიიღოს კარგი შედეგი და გარწმუნებთ, რომ ჩვენ არაერთი კანდიდატი გვყავს, ამაზე ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა, ვისაც შეუძლია უპრობლემოდ, მნიშვნელოვანი გამოწვევების გარეშე ძალიან ღირსეული შედეგი მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებზე“ - განაცხადა ბახტაძემ. ამასთან, მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ფილოსოფიაა, რომ საქართველოში უნდა შეიქმნას ნამდვილი ევროპული საპარლამენტო დემოკრატია და საპარლამენტო რესპუბლიკა. „აქედან გამომდინარე, არსებობს მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტიც, გარდა სუფთა პარტიული ინტერესისა, რომ ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, ჩვენი დემოკრატიისთვის იქნება უკეთესი, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს „ძალიან შინაარსობრივი მსჯელობები“ და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას აცნობებენ შეჯერებულ პოზიციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG