Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Facebook-ის აქციები მეოთხედით დაეცა


Facebook-ის აქციები 24%-ით დაეცა კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. კომპანიის ღირებულება 150 მილიარდი დოლარით შემცირდა. მანამდე მისი აქციები ისტორიულად მაღალ მაჩვენებელზე იყო.

ანგარიშში ნათქვამია, რომ კომპანიის მოგება უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში გაიზარდა 42%-ით და გაიზარდა 13 მილიარდი დოლარით. მაგრამ ანალიტიკოსთა აზრით, ეს მაჩვნებელი უფრო მაღალი იქნება.

Facebook-ის აუდიტორიამ შეადგინა თითქმის 1,5 მილიარდი მომხმარებელი, რომლებიც სოცქსელს ყოველდღე იყენებენ. ამასთან, ევროპაში მომხმარებელთა რაოდენობა 3 მილიონით შემცირდა. ანალიტიკოსები ამას, სხვათა შორის, უკავშირებენ სკანდალს ინფორმაციის გაჟონვის შესახებ, ასევე გამოგონილი ამბების პუბლიკაციებს.

მარტში Facebook-ი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. მაშინ ცნობილი გახდა ბრიტანული კომპანია Cambridge Analytica-ს გზით 87 მილიონი მომხმარებლის შესახებ მონაცემების გაჟონვის თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG