Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფხენიანმა ვაშინგტონს გადასცა 65 წლის წინ დაღუპული ამერიკელი სამხედროების ნეშტები


ჩრდილოეთ კორეამ აშშ-ს გადასცა გასული საუკუნის 50-იან წლებში, კორეის ნახევარკუნძულზე ომის დროს დაღუპული 55 ამერიკელი ჯარისკაცის ნეშტი. ისინი ჩრდილოეთ კორეიდან ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით გადაასვენეს სამხრეთ კორეაში, ოსანის საავიაციო ბაზაზე. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ მადლობას უხდის ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG