გუბერნატორები, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი
27 ივლისს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო კონსტანტინე კანდელაკი „სამოქალაქო კულტურის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი.მან ილაპარაკა გუბერნატორების დანიშნვა-გათავისუფლების საკითხე და იმაზე, რამდენადაა ეს კავშირში წინასაარჩევნო პერიოდთან. 26 ივლისის პრემიერ-მინისტრმა 5 რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. გათავისუფლების მიზეზად პრემიერმა რეგიონების მართვასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის ახალი მიდგომები დაასახელა. მამუკა ბახტაძემ ასევე დანიშნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელი. კონსტანტინე კანდელაკის თქმით, ეს თანამდებობა „კარგად დავიწყებული ძველია“და ის გუბერნატორთა კონტროლის ფუნქციას ატარებს. შესაძლოა, ამჯერად ამ სტრუქტურას არ ჰქონდეს საარჩევნო სამზადისზე გავლენის მოხდენის ფუნქცია, თუმცა სხვადასხვა წლებში სწორედ ამ მნიშვნელობას ატარებდა.
ეპიზოდები
-
ნოემბერი 10, 2026შეხვედრა ოთხ-ნახევარწლიანი განშორების შემდეგ
-
ნოემბერი 03, 2026რა ელის „ექსპო ჯორჯიას“ - შენარჩუნება თუ გარდაქმნა?
-
ოქტომბერი 31, 2026შვილი: ნიკა ხაჩიძე
-
ოქტომბერი 07, 2026ფეხბურთელი ლანა გორგაძე ფეხბურთელ ქალებზე ძალადობასა და სოლიდარობაზე
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე