Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალური მონაცემებით, პაკისტანის არჩევნებში იმრან ხანის პარტია იმარჯვებს


პაკისტანის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, ოპოზიციის ლიდერის, კრიკეტის ყოფილი მოთამაშის, იმრან ხანის პარტია, თეჰრიკ ე-ინსაფი იმარჯვებს. ეროვნულ კრებაში 272 ადგილიდან 109 ამ პარტიას შეიძლება ხვდეს წილად. ბიულეტენების 80 პროცენტის დათვლის შემდეგ ცხადია, რომ ხანის პარტია ვერ მიიღებს 137 მანდატს, რომელიც საჭირო იქნებოდა საკანონმდებლო ორგანოში ჩვეულებრივი უმრავლესობისთვის. შესაბამისად, პარტიას დასჭირდება კოალიციური პარტნიორები მთავრობს ჩამოყალიბების უფლების მოსაპოვებლად.

XS
SM
MD
LG