Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში ბრალი წაუყენეს ექსპრეზიდენტ ქოჩარიანს


სომხეთში "კონსტიტუციური წყობის დამხობაში" ბრალი წაუყენეს ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს და ახლა ცდილობენ ის წინასწარ პატიმრობაში მოათავსონ იმ ბრალდებების გამო, რომლებიც უკავშირდება რეპრესიებს 2008 წელს ანტისამთავრობო გამოსვლების წინააღმდეგ. გამოძიების საგანგებო კომიტეტს 26 ივლისს არ გაუვრცელებია დეტალები ქოჩარიანის დაკითხვაზე, რომელიც დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა. ხელისუფლების ცნობით, ქოჩარიანის თხოვნით დაკითხვის პროცესი ვიდეოზე გადაიღეს. თავად ქოჩარიანი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული საქმე "ვენდეტაა" - "მიჭირს დავიჯერო, რომ ამგვარი ბრალდებების ასე შეთითხვნა დღევანდელ დღეს შესაძლებელიაო" - განაცხადა მან ტელეინტერვიუში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG