Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინანსთა სამინისტრო ეკონომიკური ზრდის შემცირებას მშენებლობის ტემპის შენელებით ხსნის


"საქსტატმა" 30 ივლისს გამოაქვეყნა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება
"საქსტატმა" 30 ივლისს გამოაქვეყნა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ ივნისში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შემცირება დაუკავშირა მშენებლობის სექტორში ტემპის შენელებას. გაგუას განცხადებით, ტემპის შენელება გამომდინარეობს წლის დასაწყისიდან ამოქმედებული ახალი წესებიდან, რომელთა მიზანია მშენებლობის სექტორში ახალი ეკოლოგიური სტანდარტების დაწესება. „გვაქვს მოლოდინი, რომ მშენებლობის სექტორში მაღალი აქტივობები დაიწყება რამდენიმე თვეში, მაღალი ზრდა უფრო მაღალი ეკონომიკური და ეკოლოგიური სტანდარტებით“ - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ. ამასთან, მან აღნიშნა, რომ 2018 წლის მეორე კვარტლის და პირველი 6 თვის მაჩვენებელი მაღალია შარშანდელ მონაცემზე, რომელიც 5,5% იყო და მაღალია წლის დასაწყისში პროგნოზირებულ მაჩვენებელზეც, რაც ადასტურებს ეკონომიკაში პოზიტიურ დინამიკას. ფინანსთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გაზრდილმა ეკონომიკურმა ზრდამ მთავრობას შესაძლებლობა მისცა 40,4%-მდე შეემცირებინა ვალი, რომელიც წლის დასაწყისში შეადგენდა 44%-ს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 30 ივლისს გამოქვეყნებული წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4% შეადგინა. 2018 წლის მეორე კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 6% იყო, ხოლო პირველი ექვსი თვის საშუალო რეალური ზრდა 5,7%. 2018 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი 7,5% იყო, ხოლო აპრილში 6,5%.

XS
SM
MD
LG