Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღვთისმსახურება აღევლინა ტრანსგენდერი ქალის ხსოვნისთვის


ღვთისმსახურება ტრანსგენდერი ქალ ლიკას ხსოვნისთვის. მშვიდობის კათედრალი
ღვთისმსახურება ტრანსგენდერი ქალ ლიკას ხსოვნისთვის. მშვიდობის კათედრალი

ეს არის ღვთისმსახურება და ღვთის შვილების ყველაზე ბუნებრივი რეაქცია, როდესაც საქმე შეეხება ადამიანის სიცოცხლეს, ადამიანურ ტრაგედიასა და ტკივილებს - განუცხადა რადიო თავისუფლებას ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ ღვთისმსახურების შესახებ, რომლიც ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსებმა ბათუმში გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალის, ლიკას ხსოვნისთვის აღავლინეს. ღვთისმსახურება მშვიდობის კათედრალში საღამოს ევქარისტიული ლოცვის ფარგლებში აღევლინა. მას ესწრებოდნენ ლგბტ თემის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.

„ვფიქრობ, ასეთი რეაქცია უნდა ჰქონდეს ყველას, ვისთვისაც ადამიანი ღირებულია და ადამიანის სიცოცხლე არის ძვირფასი საჩუქარი უფლისაგან. როდესაც ასეთი ტრაგედია ხდება, როგორი ტრაგედიაც შეემთხვა ლიკას, რომლის მიმართაც გულგრილი იყო ქვეყანაც, საზოგადოებაც, მედიკოსებიც და, სამწუხაროდ, ძალიან ახლო წრეც; როდესაც ეს ადამიანი დაიმარხა ისე, რომ ხეირიანად არც დაუტირებიათ, არც მის სიცოცხლეს ეცა პატივი და არც მისი ტრაგედია იქნა გაზიარებული, ვფიქრობ, რომ ასეთ მდგომარეობაში ყველაზე ლოგიკური, რაც შეიძლება ღვთისმსახურმა გააკეთოს, ყველაზე ლოგიკური, რაც შეიძლება ეკლესიამ გააკეთოს, არის ის, რომ ღმერთს შეავედროს ამ ადამიანის სული და ღმერთს შეავედროს ყველა ის ადამიანი, ვინც მსგავს ტკივილებში ცხოვრობს დღეს“, - განაცხადა რუსუდან გოცირიძემ.

24 წლის ტრანსგენდერი ქალი, ბათუმში 19 ივლისს გარდაიცვალა და
ის აჭარის ექსპერტიზის ბიუროში იმავე დღეს გადაასვენეს და იქიდანვე დაკრძალეს. გარდაცვლილის ბებიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შვილიშვილს მძიმე დაავადება ჰქონდა, არსებობდა „გარდაცვლილისგან ბაქტერიების გავრცელების საშიშროება“ და სახლშიც სწორედ ამიტომ არ მიასვენეს. გარდაცვლილი დაავადებული იყო აივ ინფექცია/შიდსით და ჰქონდა ტუბერკულოზის ის ფორმა, რომელიც გადამდები არ არის.

XS
SM
MD
LG