Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალებმა სამხედრო წვრთნა დაამთხვიეს "ღირსეულ პარტნიორს"


რუსული ბაზა ოკუპირებულ არცევში
რუსული ბაზა ოკუპირებულ არცევში

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში იწყება რუსეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ერთობლივი სწავლება. რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, წვრთნაში მონაწილეობას მიიღებენ ორი ათასზე მეტი სამხედრო, 400 ერთეული ტექნიკა და რუსეთის საჰაერო ძალების მე-4 არმიის ვერტმფრენები და ჰაერსაწინააღმდეო თავდაცვის სისტემა. რუსული საბრძოლო ვერტმფრენები ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სტავროპოლიდან ჩაფრინდნენ. რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესმდივნის, ვადიმ ასტაფიევის განცხადებით, 58-ე რუსული არმიის და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა ერთობლივი ტაქტიკური სწავლება ძარცემის პოლიგონზე ჩატარდება და რუსული სარდლობის მიერ დასახულ ამოცანებს შეასრულებენ სადაზვერვო, სარაკეტო, საინჟინრო, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის და უპილოტო საფრენი აპარატების ქვედანაყოფები.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნა პირველიდან თხუთმეტ აგვისტომდე გასტანს. ზუსტად ამ პერიოდში საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლობა აშშ-ის არმიის ევროპულ სარდლობასთან ერთად ვაზიანში ატარებს მრავალეროვნულ სწავლებას “ღირსეული პარტნიორი 2018,“ რომელშიც 13 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG