ძალა პარტნიორობაშია
საქართველო, შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი - მრავალეროვანი სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ 13 ქვეყნის 3000-ზე მეტ სამხედროს აერთიანებს. შეერთებული შტატებისა და საქართველოს ორგანიზებით, 1-15 აგვისტოს „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში უკვე მეოთხედ, მაგრამ უფრო გაფართოებული მასშტაბით იმართება. სპეციალურად სწავლებისთვის ჩამოვიდა ამერიკული (82 ერთეული) და გერმანული (22 ერთეული) სახმელეთო და საავიაციო ტექნიკა, მათ შორის: საბრძოლო ტანკი „აბრამსი“, ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“, საბრძოლო ვერტმფრენი „შავი ქორი“, საბრძოლო ჯავშანმანქანა „სტრაიკერი“, ქვეითთა საბრძოლო მანქანა „მარდერი“, ჯავშანტრანსპორტიორი „დინგო“. თავის მხრივ, სტუმრებს ტექნიკა საქართველომაც დაახვედრა და მათ შორის არის ქართული საბრძოლო ჯავშანმანქანა „დიდგორი“. „ღირსეული პარტნიორის“ მიზანს წარმოადგენს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება, შავი ზღვის უსაფრთხოების ხელშეწყობა და სამხედროების უკეთ მომზადება სტაბილურობის უზრუნველმყოფი, თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციების შესასრულებლად.
ეპიზოდები
-
იანვარი 22, 2026ერთი სიცოცხლე - ერთი ტყვია: რას ჰყვებიან ირანელები
-
იანვარი 14, 2026პროტესტში სამშობლოდან შორს - ირანელი ქალები ბრძოლაში
-
იანვარი 07, 2026სახლიდან გამოძევებული - ინტერვიუ თამარ მეარაყიშვილთან
-
იანვარი 02, 2026ნათელა გრიგალაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
დეკემბერი 26, 2025ზეიმი და პროტესტი „სიკეთით სავსე ქალაქში“
-
დეკემბერი 09, 2025კრწანისის ჭალის ტყის ცუდი სიზმარი