Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდიანი: მოსკოვში აშშ-ის საელჩოში რუსული სპეცსამსახურების აგენტი მუშაობდა

აშშ-ის საელჩო მოსკოვში
აშშ-ის საელჩო მოსკოვში

მოსკოვში, აშშ-ის საელჩოში 10 წლის განმავლობაში მუშაობდა რუსეთის მოქალაქე ქალი, რომელსაც კავშირი ჰქონდა რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან - ინფორმაცია სპეცსამსახურების წარმომადგენელზე დაყრდნობით გაავრცელა ბრიტანულმა გაზეთმა „გარდიანმა.“ მისი წყაროს ინფორმაციით, ქალს წვდომა ჰქონდა საელჩოს კორპორაციულ ქსელსა და ელექტრონულ ფოსტაზე და სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის სამუშაო გრაფიკზეც. „გარდიანის“ ცნობითვე, ამ თანამშრომელმა აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ყურადღება მიიპყრო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებთან რეგულარული, არაოფიციალური შეხვედრების გამო და საელჩოდან 2017 წლის ზაფხულში დაითხოვეს შიდა გამოძიების გარეშე.

XS
SM
MD
LG