Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა "გარდიანი" უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა


აშშ-ის საელჩო მოსკოვში
აშშ-ის საელჩო მოსკოვში

აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა არაზუსტი და უპასუხისმგებლო უწოდა ბრიტანული გაზეთის, „გარდიანის“ სტატიას იმის შესახებ, რომ მოსკოვში აშშ-ის საელჩოში 10 წლის განმავლობაში მუშაობდა რუსული სპეცსამსახურების აგენტი ქალი, რომელსაც წვდომა ჰქონდა კორპორაციულ ქსელსა და ელექტრონულ ფოსტაზე.

საიდუმლო სამსახურის განმარტებით, საზღვარგარეთ აშშ-ის საელჩოების ადგილობრივ თანამშრომლებს არასდროს არ ეძლევათ წვდომა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე. საიდუმლო სამსახურის განცხადებით, სტატიის გამოქვეყნებამდე „გარდიანის“ რედაქციას გაუგზავნეს ოფიციალური კომენტარი და ინფორმაცია, რომელიც უარყოფდა გაზეთის მიერ მოპოვებულ დაუსაბუთებელ მონაცემებს. საიდუმლო სამსახურის ცნობით, აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი ქალის მთავარი მოვალეობა იყო საიდმულო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე დახმარების გაწევა რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დაცვის სამსახურთან ურთიერთქმედების დროს. საიდუმლო სამსახურის მტკიცებით, განყოფილება, სადაც ეს პირი მუშაობდა 2017 წლის ზაფხულში დაიხურა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან თანამშრომლობის სურვილის არარსებობის გამო და არ უკავშირდებოდა თავად თანამშრომელი ქალის უფლებამოსილების შეწყვეტას. საიდუმლო სამსახურის განცხადებითვე, მას კარგად ესმის, რომ აშშ-ის დიპლომატიური მისიის ადგილობრივი თანამშრომლები შესაძლოა, განიცდიდნენ უცხოური დაზვერვის გავლენას, ამიტომ მათი მოვალეობები შემოიფარგლება თარჯიმნობით და დახმარებით კულტურის და ადმინისტრაციულ საკითხებში.

„გარდიანის“ სტატია ხუთშაბათს საღამოს გამოქვეყნდა გამოცემის ვებსაიტზე, პარასკევს დილით გამოსულ ბეჭდურ ვერსიაში კი სტატია არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG