გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, დავით პაპუაშვილმა შეწყვიტა ადმინისტრაციული საქმის წარმოება რადიო „მოზაიკის“ დირექტორის, გვანცა დოლუაშვილის მიმართ. მოსამართლემ გადაწყვეტილების საფუძვლად დაასახელა მტკიცებულებათა არარსებობა. პოლიცია გვანცა დოლუაშვილს ბრალს სდებდა ქალაქის იერსახის დამახინჯებაში და 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვდა. საქმე ეხებოდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად გამართული აქციების პარალელურად გორის ქუჩებში გაკეთებულ წარწერებს: „მოკლულია 2 მოსწავლე,“ „მკვლელი ქუჩაშია“ და „სამართალი სად არის?!“. გვანცა დოლუაშვილის მხარდასაჭერად გორის სასამართლოსთან გაიმართა სამოქალაქო აქტივისტების აქცია: „შსს დაიწყე ბოდიშით.“ აქციაზე იმყოფებოდა ზაზა სარალიძეც.
სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტის და პოლიციის დავა აქტივისტის სასარგებლოდ გადაწყვიტა

ყველაზე პოპულარული
1
დაწერეთ კომენტარი