Accessibility links

ახალგაზრდა მოჭიდავეებმა ოთხი მედალი მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატზე


საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა თითო ოქროსა და ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა.

რომში მიმდინარე ახალგაზრდულ ევროპირველობაზე რევაზ ლაშხის გაწვრთნილი გუნდიდან საუკეთესო იყო თემურ ჭკუასელიძე, რომელმაც 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყველა შეხვედრა მოიგო და ევროპის ჩემპიონი გახდა. ჯონი ხეცურიანი (67 კგ) მხოლოდ ფინალში დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა. ლერი აბულაძემ (63 კგ) და ბექა გურულმა (77 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.
4-5 აგვისტოს, ევროპის ახალგაზრდა ჩემპიონ-პრიზიორები თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გამოვლინდებიან. მედლები ათ წონით კატეგორიაში გათამაშდება და საქართველოს ნაკრებს ათივე წონაში ეყოლება მონაწილე.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG