Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ რუსეთს მოუწოდებს, ნუ არღვევს ჩრდილოეთი კორეის წინააღმდეგ გაეროს სანქციებს


აშშ რუსეთს მოუწოდებს, დაიცვას გაეროს სანქციები ჩრდილოეთი კორეის წინააღმდეგ და მოჰყავს „ღრმად შემაშფოთებელი“ ცნობები იმის თაობაზე, რომ მოსკოვმა ჩრდილოეთ კორეელებისთვის გასცა ახალი სამუშაოს უფლებები, რაც გაეროს სანქციებით აკრძალულია. აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატების მოწოდება რუსეთისადმი 3 აგვიტოს გაისმა მას მერე, რაც „უოლ სტრიტ ჯორნალმა“ გაავრცელა მასალა, სადაც იტყობინებოდნენ, რომ მოსკოვმა ათასობით ჩრდილოეთ კორეელს მისცა სამუშაოს უფლება რუსეთში, რაც სანქციების დარღვევას წარმოადგენს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს. რუსეთის შინაგან საქმეთა და შრომის სამინისტოს მასალებზე დაყრდნობით, „ჯორნალი“ იტყობინება, რომ შარშან სექტემბრის თვის შემდეგ რუსეთში სულ მცირე 700-მა ჩრდილოეთ კორეელმა მიიღო სამუშაოს უფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG