Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში, შიიტთა მეჩეთზე თავდასხმის შედეგად დახოცილთა რიცხვმა 35-ს მიაღწია


35-ს მიაღწია მოკლულთა რიცხვმა ავღანეთში, შიიტურ მეჩეთზე თავდასხმის შედეგად. აღმოსავლეთში მდებარე ფაქთიის პროვინციის პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, თავდამსხმელებმა თავი აიფეთქეს მეჩეთში პარასკევის ლოცვის დროს. რაზ მოჰაად მანდოზაის თქმით, აფეთქებამდე თავდამსხმელებმა დახოცეს გუშაგები მეჩეთის შესასვლელთან. ისინი ბურკებით იყვნენ შემოსილი. ფაქთიის გუბერნატორმა, შამიმ ხან ქათავაზიმ 4 აგვისტოს განაცხადა, რომ მოკლულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა, ხოლო დაჭრილთა რაოდენობა, 94-ია. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, მაგრამ წარსულში ასეთივე თავდასხმები აქვს მოწყობილი ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს“, რომლის მებრძოლებიც აღმოსავლეთ ავღანეთშიც იმყოფებიან. ეს სუნიტი ექსტრემისტები ხშირად ესხმიან თავს ავღანეთში უმცირესობაში მყოფ შიიტებს. „ისლამური სახელმწიფო“ მათ განდგომილებად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG