Accessibility links

ლონდონში ტერაქტების მომზადებაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს


18 წლის ლონდონელ საფაა ბულარს სამუდამო პატიმრობა მისჯეს ტერაქტების მომზადებაში ბრალდებით. ბულარი ყველაზე ახალგაზრდა ქალია, რომელიც ტერორიზმში დამნაშავედ სცნეს ბრიტანეთში. მსაჯულებმა ის დამნაშავედ სცნეს ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირსა და ლონდონში ორ თავდასხმის მომზადებაში. გამოძიების ვერსიით, ბულარი ტერაქტებს ამზადებდა დედასთან და დასთან ერთად. ორივე ადრე გაასამართლეს. ბულარს ადრე სურდა სირიაში გამგზავრება და თვითმკლელური თავდასხმის განხორციელება, მაგრამ აეროპორტში დააკავეს და პასპორტი ჩამოართვეს. ამის შემდეგ ის ლონდონის ტერაქტების მომზადებაში ჩაერთო. ამის თაობაზე იტყრობინება „ბი-ბი-სი“ ბულარის კერძო მიმოწერაზე დაყრდნობით.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG