Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა


რუსეთში, კრასნოიარსკის ოლქში, შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კომპანია „იუტეარის“ შვეულმფრენში ეკიპაჟის სამი წევრი და 15 მგზავრი იმყოფებოდა. შვეულმფრენს გადაჰყავდა მენავთობეები ნავთობის საბადოზე, სადაც მათ ცვლა ელოდებოდათ. წინასწარი ცნობით, აფრენისას შვეულმფრენი ფრთებით გამოედო მანამდე აფრენილი სხვა შვეულმფრენის ტვირთს. მეორე მი-8-მ ტვირთი ჩამოაგდო და საავარიო დაჯდომა განახორციელა. მისი მგზავრები არ დაშავებულან. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

XS
SM
MD
LG