ეძებენ „დროშა დაკიდენ“ საპრეზიდენტო კანდიდატს
ვის ისურვებდით პრეზიდენტად? - საერთო ოპოზიციური კანდიდატის გამოსავლენად ხალხის გამოკითხვა 4 აგვისტოს თბილისში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“, გაიმართა. საქართველოს მასშტაბით ხალხის გამოკითხვას ატარებს ახლად შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია „პრაიმერი“. ამომრჩეველმა თავისთვის სასურველი კანდიდატი უნდა შემოხაზოს ე.წ. ბიულეტენში, სადაც მოცემულია კონკრეტული გვარები და სახელები, თუმცა ყველას აქვს საშუალება ცარიელ გრაფაში ჩაამატოს თავისთვის სასურველი საპრეზიდენტო კანდიდატი, თუკი ის ჩამონათვალში არ არის. 4 აგვისტოს თბილისში, ისევე როგორც 2 აგვისტოს ქუთაისში, გამოკითხულთა ყველაზე დიდმა ნაწილმა გრიგოლ ვაშაძეს („ძალა ერთობაშია“) დაუჭირა მხარი. გამოკითხვის პროცესს როგორც ქუთაისში, ასევე თბილისში ესწრებოდა „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე გოგი წულაია, თუმცა, მისი თქმით, ორგანიზაცია „პრაიმერთან“ მას მხოლოდ მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. გოგი წულაია ფიქრობს, რომ ოპოზიციამ გაერთიანება უნდა შეძლოს და, ასევე, ხალხმა უნდა გამოავლინოს იმ მესამე ძალის ლიდერი-კანდიდატი, რომელიც არსებულ პოლიტიკურ მეტოქეობას დააბალანსებს და „დროშის დაკიდებასაც“ შეძლებს. გამოკითხვის პროცესი აგვისტოს ბოლომდე მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება. შედეგებს განსაკუთრებული სიზუსტის პრეტენზია არა აქვს და ამომრჩევლის სპონტანურ გამოკითხვას ისახავს მიზნად.
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 07, 2026ფეხბურთელი ლანა გორგაძე ფეხბურთელ ქალებზე ძალადობასა და სოლიდარობაზე
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან