Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ რუსეთს კვლავ ადანაშაულებს აგრესიის მცდელობაში სოციალური ქსელების გამოყენებით


ჰიზერ ნოიერტი
ჰიზერ ნოიერტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტებებისთვის დაიბარეს რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დიმიტრი ჟირნოვი. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, ჰიზერ ნოიერტის ინფორმაციით, საქმე ეხება კრემლის მცდელობებს სოციალური ქსელები გამოიყენოს აშშ-ში ძალადობის და განხეთქილების პროვოცირებისთვის. „ჩვენ არ მოვითმენთ მსგავს აგრესიულ ჩარევას“ - დაწერა ტვიტერზე ჰიზერ ნოიერტმა. რამდენიმე დღით ადრე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი მიესალმა ფეისბუქის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებას, დაეხურა მომხმარებლის შეცდომაში შესაყვანად გახსნილი 32 ანგარიში. ამერიკული სპეცსამსახურების შეფასებით, რუსეთი სოციალურ ქსელებს აქტიურად იყენებს ამერიკულ საზოგადოებაში განხეთქილების შესატანად. შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ სპეციალური ჯგუფი შექმნა კიბერსივრცეში რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებთან გასამკლავებლად. ამერიკული სპეცსამსახურები არ გამორიცხავენ, რომ მოსკოვი შეეცდება ჩარევას ნოემბერში დაგეგმილ კონგრესის არჩევნებშიც, ისევე, როგორც ეს გააკეთა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

XS
SM
MD
LG