Accessibility links

პალიტრანიუსის ცნობით, "ისლამური სახელმწიფო" საქართველოს ემუქრება


საცხოვრებელი სახლი, სადაც 2017 წლის ნოემბერში ჩატარდა სპეცოპერაცია ახმედ ჩატაევის წინააღმდეგ

ტელეკომპანია „პალიტრანიუსმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც სავარაუდოდ, შეიცავს მუქარას ექსტრემისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ ქართული დაჯგუფების მხრიდან. ქართულენოვანი ტიტრის თანახმად, დაჯგუფება საქართველოს ხელისუფლებას ემუქრება შურისძიებით თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის და "ძმების დახოცვის" გამო. ჩანაწერის ავთენტურობა დაუდგენელია.

2017 წლის 21-22 ნოემბერს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში ჩაატარა კონტრტერორისტული ოპერაცია ახმედ ჩატაევის ჯგუფის წიანაღმდეგ. სუს-ის ოფიციალური ინფორმაციით, ორი პირი სპეცრაზმელებმა მოკლეს, ჩატაევმა კი თავი აიფეთქა. ამ ოპერაციის დროს დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი. სუს-ის განცხადებით, ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში და მათ მიზანს წარმოადგენდა დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG