Accessibility links

სააკაშვილი: მხოლოდ „სრულ იდიოტებს“ შეუძლიათ იმის თქმა, რომ ომი საქართველომ დაიწყო


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აზრით, „მხოლოდ სრულ იდიოტებსა და სრულ დებილებს შეუძლიათ იმის თქმა, რომ (ომი) საქართველომ დაიწყო“. ეს შეფასება სააკაშვილმა გამოთქვა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების რუსულენოვან ტელეპროექტ „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ ინტერვიუში, 2008 წლის აგვისტოს ომის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით. იმის დასასაბუთებლად, რომ ომი არა საქართველომ, არამედ რუსეთმა დაიწყო, სააკაშვილს მოჰყავს, მაგალითად, სერგეი ბაღაფშის - აფხაზეთის მაშინდელი სეპარატისტი ლიდერის - გამონათქვამი ომის დაწყებამდე, თითქოსდა, 24 საათით ადრე: „დამამშვიდეს, რუსეთის ჯარები უკვე შევიდნენ გვირაბში. ყველაფერი რიგზეა“. ბაღაფშს ეს ნათქვამი აქვს, ყველაფერი კარგადაა დარეგისტრირებულიო, ამბობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ჟურნალისტ ტიმურ ოლევსკისთან ინტერვიუში. ის იმეორებს აგრეთვე მოსაზრებას, რომ 2008 წლის სამხედრო ინტერვენციისას, რუსეთის მიზანი იყო თავდასხმა არა მხოლოდ საქართველოზე, როგორც ქვეყანაზე, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე და მისი მიზანი იყო ხელისუფლების შეცვლა, საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმება - რასაც ვერ მიაღწია. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ 2008 წელს საქართველო გადაარჩინა შვიდმა ევროპელმა ლიდერმა, თბილისში მიტინგში მონაწილეობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG