Accessibility links

დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმის გამო სპეციალური სამსახურების მობილიზაციაა


უამინდობამ პრობლემები შექმნა ბათუმსა და ქობულეთში. ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია გზები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონაცემებით, 13 საათისთვის ბათუმიდან მიიღეს 80, ხოლო ქობულეთიდან 36 შეტყობინება. ამავე სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები და ღელეები ადიდდა სამეგრელოს რეგიონშიც. ამჟამად წყლის ამოტუმბვის და გზების გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს ზუგდიდის, სენაკის, ფოთის, ხობის, აბაშის და მარტვილის მუნიციპალიტეტებში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რათა დროულად მოხდეს ძლიერი ნალექით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG