Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთის პროკურატურა იძიებს ბუქარესტში მომხდარ არეულობას


რუმინეთის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ბუქარესტში პარასკევსა და შაბათს მასშტაბური საპროტესტო აქციის მსვლელობის დროს მომხდარი არეულობის შესახებ, რის შედეგადაც ჯამში დაშავდა 450 ადამიანი. ბუქარესტში კორუფციის წინააღმდეგ მიმართულ ანტისამთავრობო მიტინგში ბოლო მონაცემებით მონაწილეობდა 30-50 ათასამდე ადამიანი. მათი უმრავლესობა ჩამოსული იყო საზღვარგარეთიდან, სადაც საშოვარზე წასულ რუმინელთა რაოდენობა რამდენიმე ასეულ ათასს შეადგენს.

რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა და ევროპელმა ლიდერებმა დაგმეს პოლიციის მხრიდან გაუმართლებლად მკაცრი მოქმედება. რუმინული პრესის თანახმად, სიტუაციის გამწვავებას ცდილობდნენ პროვოკატორები, რომლებიც დემონსტრანტებს შორისაც იყვნენ და პოლიციის რიგებშიც. ანტიკორუფციული გამოსვლები რუმინეთში ბოლო წლებში რამდენჯერმე გაიმართა. ოპოზიციურ პრესაში ამჟამინდელ სოციალ-დემოკრატიულ მთავრობას „ქურდებად“ და „ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებად“ მოიხსენიებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG