Accessibility links

ნასამ მზის შესასწავლი 7-წლიანი მისია დაიწყო


კოსმოსურმა სააგენტო ნასამ 12 აგვისტოს მზესთან ახლოს ისტორიული მოგზაურობა დაიწყო და კოსმოსში გაუშვა სატელიტი, რომლის მისიაც არის, ყველაზე ახლოს მივიდეს მზესთან, ვიდრე აქამდე არსებული ნებისმიერი სხვა, ადამიანის ხელით შექმნილი ობიექტი მისულა.

რაკეტა, რომელმაც კოსმოსში პარკეტის მზის ხომალდი წაიღო, ფლორიდიდან გაფრინდა. კოსმოსურმა ხომალდმა დაახლოებით 90 მილიონი მილი უნდა დაფაროს იმისათვის, რომ მზეს დაგეგმილ დისტანციაზე მიუახლოვდეს და მზის ატმოსფეროში შეაღწიოს. ის შეძლებს 7-8-ჯერ მეტად მიუახლოვდეს მზეს, ვიდრე აქამდე გაგზავნილი სხვა ხომალდები.

ამ ისტორიული მისიის მიზანი "მზის საიდუმლოებების ამოხსნაა" და ის 2025 წლამდე გაგრძელდება. მის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ერთი წლის წინ გახდა ცნობილი.

„ეს ექსპედიცია პასუხებს გასცემს კითხვებს, რომლებიც მეცნიერებს უკანასკნელი 60 წელია აქვთ. ეს ხომალდი აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიური გამოგონებებით, რაც დაგვეხმარება მზეზე გაცილებით მეტი გავიგოთ, გავიგოთ ის, თუ რატომ არის მზის გვირგვინი მის ზედაპირზე გაცილებით ცხელი.“ - ამბობდა მაშინ მისიის მეცნიერი ნიკოლ ფოქსი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG