Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში ხელი მოეწერა კონვენციას კასპიის ზღვის სტატუსზე


ყაზახეთში გამართულ სამიტზე ხელი მოეწერა კონვენციას, რომელიც განსაზღვრავს კასპიის ზღვის სამართლებრივ სტატუსს. დოკუმენტის შეთანხმებაზე მუშაობა 20 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს აზერბაიჯანმა, ირანმა, თურქმენეთმა, რუსეთმა და ყაზახეთმა. დოკუმენტის თანახმად, ზღვის წყლის ზედაპირის ძირითადი ფართობი დარჩება საერთო მოხმარებაში. ფსკერსა და წიაღისეულს მეზობელი სახელმწიფოები იყოფენ ერთამანეთს შორის მიღწეული შეთანხმებით საერთაშორისო სამართლის საფუძველზე. გარდა ამისა, კონვეცია კრძალავს კასპიის ზღვაში იმ სახელმწიფოების სამხედრო ძალების ყოფნას, რომლებიც არ მიეკუთვნებიან აღნიშნულ რეგიონს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG