Accessibility links

თალიბანის წარმომადგენლებმა მოლაპარაკება გამართეს უზბეკეთში


აბდულაზიზ კამილოვი

თალიბანისა დაჯგუფებისა და უზბეკეთის ხელისუფლების ცნობით, ყატარში მდებარე თალიბანის პოლიტიკური ოფისის ხელმძღვანელმა 6-10 აგვისტოს უზბეკეთში, მოლაპარაკება გამართა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. როგორც თალიბანის წარმომადგენელმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მოლაპარაკების მთავარ თემებს შორის იყო ავღანეთიდან საერთაშორისო ძალების გასვლა და უზბეკეთის მხრიდან განვითარების პროექტების განხორციელება. „ავღანეთის სამშვიდობო პროცესი, ქვეყნიდან უცხო სამხედრო ძალის გასვლა და მშვიდობის აღდგენა ასევე წარმოადგენდა მსჯელობის საგანს“, - ნათქვამია თალიბანის განცხადებაში. ექსტრემისტული დაჯგუფების სახელით ოთხდღიან მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა თალიბანის პოლიტიკური ფრთის ხელმძღვანელი შერ მოჰამად აბას სტანიკზაი. უზბეკეთში თალიბები შეხვდნენ რამდენიმე ოფიციალურ პირს, მათ შორის უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულაზიზ კამილოვსა და ავღანეთში სპეციალურ წარმომადგენელს, ისმატილა ირგაშევს. მოლაპარაკებები გაიმართა 6-10 აგვისტოს. უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე ამვიზიტის თაობაზე ნათქვამია მხოლოდ ის, რომ „მხარეებმა განიხილეს ავღანეთის სამშვიდობო მოლაპარაკების პერსპექტივა.“ ავღანეთის ხელისუფლების მხრიდან ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ მოჰყოლია რეაქცია.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG