Accessibility links

ძიუდოისტთა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა უნგრეთის გრან პრიზე


ამირან პაპინაშვილი მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა

ქართველმა ძიუდოისტებმა ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს ბუდაპეშტის გრან პრიზე გამოსვლა. 10-12 აგვისტოს გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრები შესუსტებული შემადგენლობით გამოვიდა და საერთო გუნდურ ჩათვლაში 79 ქვეყნის ნაკრებს შორის მე-4 ადგილი დაიკავა.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე უშანგი მარგიანი ზედიზედ ოთხი გამარჯვების შემდეგ ფინალში გავიდა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი წააგო უნგრელ კრისტიან ტოტთან და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ამირან პაპინაშვილი (60 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) მესამე საპრიზო ადგილებს დასჯერდნენ.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბი, ზაფხულის საერთაშორისო ტურნირების შედეგების გათვალისწინებით, დაასახელებს ცხრაკაციან შემადგენლობას, რომელიც მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს ჩემპიონატზე. 2018 წლის უმთავრეს შეჯიბრებას 20-27 სექტემბერს ბაქო უმასპინძლებს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG