ავტორი: ნანა ომანაშვილი
შაბათია. გადავწყვიტე არაფერი გამეკეთებინა. ხალათი მოვიცვი და თბილად მოვიკალათე. XXI საუკუნე და ინტერნეტი ხომ განუყოფელია. თბილად მოკალათებულმა სხვადასხვ ინტერნეტ გვერდი დავლაშქრე. ქართული საგალობლების მოსმენა დავიწყე, შემდეგ დები იშხნელების მუსიკას გადავაწყდი გავხსენი და მოსმენა დავიწყე. მოვისმინე ერთი, მეორე, მესამე… დავინტერესდი დების ბიოგრაფიით და ვიკიპედიას მივაკითხე (ისევ თანამედროვე ტექნოლოგიები და მისი სიკეთეები, აღფრთოვანებული ვარ და რა ვქნა. სახლიდან გაუსვლელად ზედმეტი დროისა და ენერგიის ხარჯვის გარეშე იგებ ყველაფერს) ეს ანსამბლი 1941 წელს ჩამოყალიბებულა. იგი ოთხი დისგან შედგებოდა: ნინო, თამარი, ზინაიდა და ალექსანდრა. 1955 წელს ალექსანდრა მარიამს ჩაუნაცვლებია. ანსამბლის ხელმძღვანელი და რამდენიმე სიმღერის მუსიკის ავტორი თამარი ყოფილა.დიდი ყოფილა მათი როლი და დამსახურება ქართული სამხმიანი ქალაქური სასიმღერო ფოლკლორის დახვეწასა, რეპერტუარის გამდიდრებასა და პროპაგანდაში. სხვადასხვა წლებში რამდენიმე წოდება მიუღიათ დებს.
XXI საუკუნეა ვუსმენ ჩემი აზრით,ამ დების მიერ შესრულებულ უკვდავ მუსიკას და ვხვდები რამდენად დიდია ქალის როლი საზოგადოებაში. სულ ტყუილად გვაკნინებენ ქალებს…
დაწერეთ კომენტარი