Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ექსპერტები სენცოვის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ


გაეროს ადამიანის უფლებების ექსპერტები რუსეთს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკრაინელი რეჟისორი, ოლეგ სენცოვი, რომელიც 14 მაისიდან შიმშილობს ურალის მხარის ერთ-ერთ კოლონიაში, რუსეთის საპატიმროებში მყოფი უკრაინელი პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით.

სენცოვის სიცოცხლე საფრთხეშია, სასამართლო და მის მიმართ გამოტანილი განაჩენი არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ნორმებს-აღნიშნავენ ექსპერტები. ისინი მოუწოდებენ რუსეთის ხელისუფლებას სენცოვი დაუყოვნებლივ, წინასწარი პირობების გარეშე გაათავისუფლოს.

რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა უკრაინელი რეჟისორი 2014 წლის მაისში დააკავეს ანექსირებულ ყირიმში და ბრალად დასდეს ტერაქტების ორგანიზება. 2015 წლის აგვისტოში, სასამართლომ სენცოვს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. უფლებადამცველები ოლეგ სენცოვს პოლიტპატიმრად მიიჩნევენ. რეჟისორის გათავისუფლებას მოითხოვენ საერთაშორისო ორგანიზაციები და კულტურის სფეროს არაერთი ცნობილი წარმომადგენელი.

14 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარით უპასუხა უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის დედას, რომელმაც პრეზიდენტ პუტინს 13 ივლისს მიმართა შვილის შეწყალების თხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG