Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინმა ანატოლი ბიბილოვს მხარდაჭერა აღუთქვა

ვლადიმირ პუტინი და ანატოლი ბიბილოვი
ვლადიმირ პუტინი და ანატოლი ბიბილოვი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კრემლში ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერს ანატოლი ბიბილოვს „რესპუბლიკის დამოუკიდებლობის“ იუბილე მიულოცა.

“ამ კვირას 10 წელი გახდება მას შემდეგ, რაც რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა... ჩვენ კარგად ვიცით და გვახსოვს, თუ რასთან იყო ეს დაკავშირებული, მაგრამ სირთულეების მიუხედავად, რესპუბლიკა ვითარდება. ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერი, რათა უზრუნველვყოთ სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოება და მას ეკონომიკურად დავეხმაროთ“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა, რომლის თანახმად, ბარიერებისა და სირთულეების მიუხედავად, „რესპუბლიკა“ ვითარდება.

„რესპუბლიკის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის“ ანატოლი ბიბილოვმა ვლადიმირ პუტინს მადლობა გადაუხადა.

რუსეთის პრეზიდენტმა დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტები კრემლში მიიღო. შეხვედრები გაფართოებულ ფორმატში გაიმართა.

XS
SM
MD
LG