Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გატაცებული გემის ქართველ მეზღვაურებს საფრთხე აღარ ემუქრებათ


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გემი PANTELENA, რომელზედაც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, გუშინ უსაფრთხოდ დაბრუნდა ლომეს პორტში (ტოგოს რესპუბლიკა). ქართული მხარე დაუკავშირდა გემის ეკიპაჟს, რომელიც უზრუნველყოფილია პირველადი საჭიროებებით (სასმელი წყალი, საკვები და სხვა). მეზღვაურთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, სამაშველო ოპერაციაში ათამდე ქვეყანა იყო ჩართული. აქტიურად გამოიყენებოდა დასავლეთ აფრიკაში მოქმედი საზღვაო ძალების (პორტუგალია, ინგლისი და საფრანგეთი) გემები, ასევე, სატელიტური დაკვირვების სისტემები.

გემის კაპიტნის ინფორმაციით, ეკიპაჟზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა გაბონის ტერიტორიულ წყლებში, რის შემდეგაც გემი ღია ზღვაში გაიტაცეს. გაუჩინარებული გემი ლომეს პორტში 24 აგვისტოს დაბრუნდა.

XS
SM
MD
LG