Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა გააფრთხილა რუსეთი, რომ სამხედრო ძალას გამოიყენებს ასადის რეჟიმის წინააღმდეგ


ჯონ ბოლტონი
ჯონ ბოლტონი

აშშ-მა გააფრთხილა რუსეთი, რომ სამხედრო ძალას გამოიყენებს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ, თუკი ის ქიმიურ იარაღს გამოიყენებს შეიარაღებული ოპოზიციის ხელთ მყოფ ტერიტორიებზე კონტროლის დასამყარებლად. აშშ-ში ოფიციალური წყაროები იტყობინებიან, რომ, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ასადი შესაძლოა ემზადებოდეს ჩრდილო-დასავლეთ სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური იარაღის გამოსაყენებლად. ხუთშაბათს უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა, თავის რუს კოლეგას, ნიკოლაი პატრუშევს შეატყობინა, რომ ვაშინგტონი მზადაა, ასადის მოქმედებებს „უფრო მეტი სიმძლავრით“ უპასუხოს, ვიდრე ეს ადრე ხდებოდა. ბოლტონისა და პატრუშევის საუბრის დეტალებს ჯერჯერობით არ ახმაურებენ.

XS
SM
MD
LG