Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი გამოვიდა მოწოდებით, გაძლიერდეს აზერბაიჯანთან ეკონომიკური კავშირები


ანგელა მერკელი და ილჰამ ალიევი
ანგელა მერკელი და ილჰამ ალიევი

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გამოვიდა მოწოდებით, გაძლიერდეს აზერბაიჯანთან ეკონომიკური კავშირები. ეს განცხადება მან გააკეთა ბაქოში პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის მოლაპარაკებების წინ.

ორი ლიდერი ისაუბრებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის, ასევე ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ.

აზერბაიჯანი მერკელის კავკასიური ტურნეს უკანასკნელი ქვეყანაა. მანამდე გაიმართა მისი ვიზიტები საქართველოსა და სომხეთში.

ერევანში სტუმრობისას მერკელმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ თქვა, რომ მნიშვნელოვანია მისი გადაჭრა მშვიდობიანი გზით და რომ გერმანია მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა შედის ეუთოს ე.წ. მინსკის ჯგუფში, რომლის მიზანია კონფლიქტის მოგვარებისთვის ხელის შეწყობა. „ჩვენ მზად ვართ ვიკისროთ პასუხისმგებლობა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესის ჩარჩოებში“, განაცხადა მერკელმა.

XS
SM
MD
LG