Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ზომებს იღებს ჩრდილოეთ ატლანტიკაში რუსეთის გააქტიურების საპასუხოდ


აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ოფიციალურად აღადგინა თავისი მე-2 ფლოტი. ეს ნაბიჯი შედეგია აშშ-ის განახლებული ყურადღებისა ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილის მიმართ, სადაც შეინიშნება რუსეთის შეირაღებული ძალების უპრეცედენტოდ გახშირებული მოქმედებები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ცვლილება, რომელიც ძირითადად საორგანიზაციო ხასიათისაა, 24 აგვისტოს გამოცხადდა, გულისხმობს საადმირალო დონის მეთაურობას აშშ-ის სამხედრო ხომალდებისა, რომლებიც მოქმედებენ აშშ-ის აღმოსავლეთი სანაპიროდან ბარენცის ზღვის რეგიონამდე. ფლოტის განახლება გამოხატულებაა აშშ-ის სამხედრო სტრატეგიაში ახლახან განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებისა. ახლო აღმოსავლეთიდან, სადაც შარშან ძირითადად დამარცხებულ იქნა ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“, ყურადღება გადადის აშშ-ის მზარდ კონკურენციაზე რუსეთთან და ჩინეთთან. „ჩვენ არ გვწადია ბრძოლა. მაგრამ ბრძოლის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა, შევქმნათ რაც შეიძლება უფრო მძლავრი, მომაკვდინებელი და კონკურენტუნარიანი სამხედრო ფლოტი“, განაცხადა სამხედრო-საზღვაო ოპერაციების ხელმძღვანელმა, ადმირალმა ჯონ რიჩარდსონმა ნორფოლკში, სადაც იქნება მე-2 ფლოტი განთავსებული.

XS
SM
MD
LG