Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა ნადირაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია


ზაზა ნადირაძე
ზაზა ნადირაძე

პორტუგალიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ნიჩბოსნობაში დღეს ორი ქართველი ჩაება და ორივემ სასურველი შედეგი აჩვენა.

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ზაზა ნადირაძემ ერთადგილიანი კანოეთი ორასმეტრიან დისტანციაზე მეორე ადგილი დაიკავა და ფინალის საგზური მოიპოვა. ნადირაძე 2018 წლის უმთავრეს შეჯიბრებაზე განახლებული კანოეთი გამოვიდა.

ასევე ორასმეტრიან დისტანციაზე, ოღონდ ბაიდარით, ნახევარფინალში გავიდა ბადრი ყაველაშვილი, რომელმაც შესარჩევ გაცურვაში ყველა კონკურენტს აჯობა.

ქართველების დისტანციებში მედლები ხვალ გათამაშდება.

XS
SM
MD
LG