Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადგა ავღანეთის პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში


გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 აგვისტოს გადადგა ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში. თუმცა უცნობია ოფიციალური მიზეზი, თუ რის გამო დატოვა თანამდებობა ჰანიფ ატმარმა, რომელიც 2014 წლიდან იყო მუშაობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ითვლებოდა აშრაფ ღანისთან ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ პირად. სააგენტო "ტოლომ" გაავრცელა, როგორც ამტკიცებს, ასლი ატმარის წერილისა, სადაც გადადგომის მიზეზად სახელდება „სერიოზული უთანხმოება მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკასთან და მიდგომებთან.“

XS
SM
MD
LG