Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იარმიში ამტკიცებს, რომ ნავალნი დააპატიმრეს იანვარში შედგენილი ოქმის საფუძველზე


კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელი და რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ალექსეი ნავალნი შაბათს დააკავეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმის საფუძველზე, რომელიც იანვარში იქნა შედგენილი. ამის შესახებ ტვიტერით გაავრცელა ინფორმაცია ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიშმა. რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტი, ალექსეი ნავალნი მოსკოვის მახლობლად, საკუთარ ბინაში დააკავეს. იარმიში და ნავალნი ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს გაურკვეველი მიზეზით. როგორც იარმიში იტყობინება, პოლიციამ ნავალნის ჩამოართვა მობილური ტელეფონი. ნავალნი უკვე რამდენჯერმე იყო დაკავებული.

XS
SM
MD
LG