Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამზან კადიროვი უფლებადამცველებს „სანქციებით“ დაემუქრა


რამზან კადიროვი
რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი პირობას დებს, რომ აუკრძალავს საქმიანობას იმ უფლებადამცველებს, რომლებიც სისტემატურად აკრიტიკებენ რეგიონის ლიდერს ადამიანის უფლებების ხელყოფაში. 23 აგვისტოს რესპუბლიკის მართლწესრიგის დამცველებთან შეხვედრის დროს კადიროვმა თქვა, რომ ის შემოიღებს „სანქციებს“ იმ უფლებადამცველი აქტივისტების წინააღმდეგ, რომლებიც „ხალხს მშვიდობიანი ცხოვრების უფლებას არ აძლევენ“. მათ ერთადერთ მიზანს წარმოადგენს ჩვენთვის ზიანის მიყენება, - განაცხადა რამზან კადიროვმა და დასძინა, რომ უფლებადამცველ აქტივისტებს აუკრძალავენ ჩეჩნეთში შესვლას მას შემდეგ, რაც დასრულდება ოიუბ ტიტიევის სასამართლო პროცესი. უფლებადამცველები ჩეჩნეთს სტუმრობენ, რათა დაესწრონ ტიტიევის სასამართლო პროცესს. იგი ადამიანის უფლებათა ცენტრ „მემორიალს“ ედგა სათავეში. ტიტიევი წლის დასაწყისში დააკავეს ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის ბრალდებით, რასაც ოპონენტები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

XS
SM
MD
LG