Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი


ჯონ მაკკეინი

81 წლის ასაკში ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი. ჯონ მაკკეინი მეექვსე ვადით ასრულებდა სენატორის უფლებამოსილებას. ის აშშ-ის სენატში არიზონის შტატს წარმოადგენდა. იყო სამხედრო მფრინავი და მონაწილეობდა ვიეტნამის ომში, სადაც რამდენიმე წელი ტყვეობაში დაყო.

„სენატორი ჯონ სიდნი მაკკეინი გარდაიცვალა 4:28 წუთზე, დღის მეორე ნახევარში, 2018 წლის 25 აგვისტოს. გარდაცვალების დროს სენატორის გვერდით იყვნენ მისი მეუღლე სინდი და ოჯახის წევრები“, - ნათქვამია მისი ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში - „ის სიკვდილამდე, 60 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა ამერიკის შეერთებულ შტატებს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG