Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს ამერიკელ ხალხს


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მწუხარებას გამოთქვამს ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო. ირაკლი კობახიძემ სამძიმრის წერილი გაავრცელა და საქართველოს პარლამენტის სახელით, გარდაცვლილის ოჯახს და ამერიკელ ხალხს მიუსამძიმრა: “ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ამერიკელი სენატორის, საქართველოს გამორჩეული მეგობრის, ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო. ჯონ მაკკეინს დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებაში. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ამერიკელ ხალხს, გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს”, - ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის სამძიმრის წერილში.

რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. ჯონ მაკკეინი მეექვსე ვადით ასრულებდა სენატორის უფლებამოსილებას. ის აშშ-ის სენატში არიზონის შტატს წარმოადგენდა. იყო სამხედრო მფრინავი და მონაწილეობდა ვიეტნამის ომში, სადაც რამდენიმე წელი ტყვეობაში დაყო. ამერიკელ სენატორს 2017 წლის ივლისში დაუდგინეს თავის ტვინის სიმსივნე. ოჯახის ინფორმაციით, სენატორმა მისივე გადაწყვეტილებით, პარასკევიდან მკურნალობა შეწყვიტა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG