საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას ეხმაურება.
„ღრმა მწუხარებას ვუცხადებ სენატორ მაკკეინის ოჯახს და ამერიკელ ერს. ჩვენ საქართველოს უდიდესი მეგობარი და მხარდამჭერი დავკარგეთ. ის იმ პატარა ქვეყნების მხარდამჭერი იყო, რომლებიც თავისუფლებისთვის, მშვიდობისთვის, უსაფრთხოებასა და დემოკრატიისთვის იბრძვიან. მშვიდად განისვენე, სენატორო მაკკეინო! საქართველო ყოველთვის გცემს პატივს და არასოდეს დაგივიწყებს“, - დაწერა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა „ტვიტერის“ გვერდზე.
დაწერეთ კომენტარი