სულ მცირე ორი კაცი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა ქალაქ ჯალალაბადში მდებარე საარჩევნო კომისიის შენობასთან, სადაც რამდენიმე ათეული ადამიანი იყო საპროტესტოდ შეკრებილი. ნანგარჰარის პროვინციის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ატაულა ხოგიანიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაღუპულთა რაოდეობა შეიძლება გაიზარდოს, რადგან რამდენიმე დაჭრილი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. გავრცელებული ნფორმაციით, 25 აგვისტოს აფეთქებაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“. საპროტესტო აქციაზე შეკრებილი ადამიანები მხარს უჭერდნენ საპარლამენტო კანდიდატს, რომელიც დისკვალიფიცირებული იქნა მისი ექსტრემისტულ ჯგუფებთან სავარაუდო კავშირების გამო. ბოლო თვის განმავლობაში ჯალალაბადში ადგილი ჰქონდა რამდენიმე თავდასხმას იმ ფონზე, როცა ავღანეთის მთავრობა ცდილობს გაუმკლავდეს თალიბანსა და სხვა ექსტრემისტულ ჯგუფებს, რომლებიც გააქტიურდნენ 2014 წელს ქვეყნიდან ნატოს მნიშვნელოვანი ძალების გაყვანის შემდეგ.
ყველაზე პოპულარული
1
დაწერეთ კომენტარი