Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი და სირია შეთანხმდნენ სამხედრო თანამშრომლობაზე


სირიისა და ირანის თავდაცვის მინისტრები

ირანული მედიის ცნობით, სირიისა და ირანის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხედრო თანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტი, რომელსაც ეწოდება „თავდაცვისა და ტექნიკური თანამშროლობის“ შესახებ, ითვალისწინებს ირანის ხანგრძლივ სამხედრო ყოფნას და საქმიანობას სირიის ტერიტორიაზე, - განაცხადა 27 აგვისტოს ირანის თავდაცვის მინისტრმა ამირ ჰათამიმ დამასკში ყოფნის დროს. სააგენტო ტასნიმს მოჰყავს სირიის თავდაცვის მინისტრის, ალი აბდულა აიოუბის სიტყვები, რომლის თანახმად სირიის მთავრობა მადლიერია ირანის სამხედრო მხარდაჭერისა შვიდწლიან სამხედრო კონფლიქტში. ირანელი სამხედრო ინსტრუქტორები და სამხედრო მოსამსახურეები სირიის პრეზიდენტის მხარეზე იბრძვიან, რასაც ვაშინგტონი აპროტესტებს. სააგენტო როიტერსის თანახმად, 2012 წლიდან მოყოლებული სირიაში დაიღუპა ირანის ელიტური დანაყოფის - ისლამური რევოლუციური კორპუსის, ათასამდე წევრი, მათ შორის მაღალჩინოსანი ოფიცრები. ირანის გარდა, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს მძლავრ სამხედრო დახმარებას უწევს ასევე რუსეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG